saqarTvelos uReltexilebi - zandarakis uReltexili

კოორდინატები 42°51`01` ჩ. გ. 42°10`59` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები
სიმაღლე 2755 მ
ქედი ეგრისის ქედი

 

სინიონიმი: რკინის ჯვარი.

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2755 მ. ზანდარაკის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ -კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. ზანდარაკის უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის მარცხენა შენაკადი) ხეობებს.